ისრაელის გენერალური პროკურორი ქვეყნის პრეზიდენტს დროებით გადადგომისკენ მოუწოდებს. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის პრეზიდენტს მოშე კაცავს გაუპატიურებაში ბრალდების გამო, დროებით გადადგომისკენ მოუწოდა. გენერალური პროკურორი მენახემ მაზუზი ამბობს, რომ ბატონი კაცავისათვის არაკორექტული და ამორალურია პოსტზე დარჩენა, სანამ არ გაირკვევა ის თუ რას გამოიწვევს მის წინააღმდეგ ბრალდების წაყენება.
გენერალურმა პროკურორმა ეს მოსაზრება ისრაელის უზენაეს სასამართლოს მოახსენა. პრეზიდენტ კაცავს ბრალი ედება რამდენიმე ქალი კოლეგის გაუპატიურებაში. პოლიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტის არალეგალურ მიყურადებასა და თაღლითობაში მონაწილეობის სამხილებსაც ფლობს. 60-ცი წლის კაცავი ბრალდებებს უარყოფს და თავს კონსპირაციის მსხვერპლად აცხადებს.