აივის ვირუსის საკმარისი რაოდენობის ვაქცინის შექმნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრიორიტეტია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში ქვეყნებს ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდებს რათა ჰაშ ხუთი ენ ერთი ტიპის ფრინვლის გრიპის ვაქცინის შემუშავება მოხდეს. ბოლო წლის მანძილზე, ეს ვირუსი, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აზიაში აღმოცენდა, 55 ქვეყანაში გავრცელდა. შინაური და გარეული ფრინველის საშუალებით გადამდები აივის ვირუსი მაინც ცხოველურ დაავადებად რჩება. თუმცა თუ ვირუსმა მუტაცია განიცადა და შესაძლებელი გახა მისი ადამიანებზე გადაცემა, მაშინ გლობალური პანდემია მილიონობით ადამიანს დააყენებს რისკის ქვეშ. აშშ ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მდივანი მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ ადამიანებში აივის ვირუსის რაოდენობა გაორმაგდა და მთლანად 10 ქვეყანაში 250 შემთხვევას მიაღწია, აქედან ნახევარზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. მაიქლ ლევიტი ასვე აცხადებს, რომ ამეირკა მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ვაქცინის კვლევისა და წარმოების გაფართოების საქმეში, მათ შორის 1 მილიარდი დოლარის დახმარება -რაც ვაქცინის განვითარებისთვის საჭირო ლაბორატორულ კვლევებს მოხმარდება. ლევიტის განცხადებით, თუკი ქვეყანამ მისი მოსახლეობა უნდა დაიცვას, მან ასევე უნდა დასახოს სხვა ქვეყნებთან თანამშრმლობის მიზნები, რათა მთელი მსოფიოს მასშტაბით მოხდეს მოსახლეობის უსაფრთხოების შენარჩუნება. ამავე მიმართულებით, ლევიტის განცხადებით, აშშ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის უზრუნველყოფს 10 მილიონ დოლარს, რაც სხვადასხვა ქვეყნებში მდგრადი პრგრამებისა და ვაქცინების განვითარებას მოხმარდება. ამან კი საბოლოო ჯამში ჰაშ ხუთი ენ ერთი ტიპის ვირუსის ადამიანებზე გავრცელება უნდა აღკვეთოს. ლევიტი დარწმუნებულია, რომ აშშ იწონებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლიდერობას მსოფლიოში პოტენციური პანდემიის პრობლემის დასაძლევად. აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის აზრით, კი მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად იღვაწოს ამ საქმეში, რამეთუ სწორედ ასე ჩვენ მორალურ ვალდებულებას გავამართლებთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, ასევე ავადმყოფთა და ყველა უნუგეშოს დასახმარებლად.