საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაასრულა ვიზიტი აშშ-ში

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სარკოზიმ პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრით დაასრულა თავისი ვიზიტი შეერთებულ შტატებში.

ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მემკვიდრედ მოიაზრებენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც გაისად გაიმართება.

პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უშიშროების საკითხებში სტივენ ჰადლისთან გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა ბუშმა მადლობა უთხრა ბატონ სარკოზის ტერორიზმის წინააღმდეგ ომში საფრანგეთის მიერ გამოჩენილი თანადგომისათვის.