ბაღდადში ცნობილი ერაყელი ფეხბურთელი გაიტაცეს.

პოლიციის განცხადებით 22 წლის ღანიმ ღუდაური რომელიც ერაყის ოლიმპიურ ნაკრებში თამაშობდა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ალ-ამილის უბანში გაიტაცეს.

ამასობაში 2 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 2 დაიჭრა ნაღმზე აფეთქების შედეგად ერაყის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ ად დაირში.

4 ამერიკელი ჯარისკაცი კი ალ-ანბარსა და ბაღდადში მოკლეს.