ნიკოლ კიდმანის ჯვრისწერის ცერემონია დღეს სიდნეიში შედგა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ნიკოლ კიდმანმა დღეს მეორედ დაიწერა ჯვარი. საქორწილო ცერემონია სიდნეიში გაიმართა, რომელსაც საეკლესიო ცერმონია მოჰყვა ერთერთ ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს.

ამჯერად, ნიკოლის რჩეული გახლავთ ქანთრის მომღერალი, და გრემის პრიზის ლაურეატი საუკეთესო მომღერლის კატეგორიაში კეით ურბანი. ორივე მათგანი ავსტრალიაში გაიზარდა.

ცერემონიას ასობით გულშემატკივრისა და ფანის გარდა, კიდმანის ორი შვილი, 13 წლის იზაბელა და 11 წლის კონორი ესწრებოდნენ, ასევე მსახიობები რასელ ქროუ და ჰიუ ჯეკმანი.