ამერიკელი სამხედროებმა ალ-ყაიდას შვიდი მეომარი გაანადგურეს ბაქუბაში საჰაერო დარტყმის შედეგად

მოკლულები ალ-ყაიდას უმაღლეს ხელმძღვანელობასთან იყვნენ დაკავშირებულნი და უცხოელ მეომრებს ეხმარებოდნენ. შეერთებული შტატების ავიაციის საჰაერო რეიდის დროს კიდევ სამი მოთარეშე დაიჭრა.

გენერალ-მაიორ უილიამ ქოლდველის განცხადებით სამწუხაროდ ამ თავდასხმას ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეც შეეწირა, რომელთაგან ერთი 4 წლის იყო მეორე კი მხოლოდ 6 თვის. მათ გარდა კიდევ ერთი ბავშვი დაიჭრა რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკელი გენერლის მტკიცებით ბავშვები პარტიზანებთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც ისინი ამერიკელ სამხედროებს ესროდნენ.

დღესვე ერაყის პოლიციის განცხადებით სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში გზისპირა ნაღმზე აფეთქების შედეგად.