მიუხედავად საყოველთაო მოწოდებებისა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ბირმას სამხედრო მთავრობამ შინა პატიმრობის ვადა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ცნობილ ოპოზიციონერს აუნგ სან სუ ჯის იგი წესით დღეს უნდა გაეთავისუფლებინათ.
გუშინ, ცოტა ხნის შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბირმის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ქალბატონი სან სუ ჯის გათავისუფლება, პოლიცია რანგუნში მდებარე მის სახლში შეიჭრა. ექვსი თვის წინ პოლიციამ მსგავსი რეიდი განახორციელა და დაპატიმრებულს პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ აცნობა.
სან სუ ჯი ბოლო ათი წელია შინა პატიმრობაში იმყოფება. 2003 წელს იგი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როცა იგი ბირმის ჩრდილოეთში პოლიტიკურ კამპანიას ატარებდა.