ამერიკელი სამხედროები ამართლებენ ავღანური სოფლის დაბომბვას

ამერიკელი სამხედროები ამართლებენ ავღანური სოფლის დაბომბვას რომლის დროსაც 16 მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა, რადგან მათი მტკიცებით პირველად ამ სოფლიდან ატეხეს სროლა.ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედროების წარმომადგენლის პოლკოვნილ ტომ კოლინსის განცხადებით:” უდანაშაულო ხალხის დაღუპვის მიზეზი პირველ რიგში თალიბების წინასწარ გამიზნული მოქმედება გახდა, რომლებიც ამ ხალხის სახლებში ძალით შეიჭრნენ.”ამერიკელები აცხადებენ რომ არ იცოდნენ თუ ყანდაარის პროვინციაში მდებარე ამ სოფელში მშვიდობიანი მოსახლეობაც იყო დარჩენილი.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამ საქმის გამოძიება მოითხოვა.