ნეპალში გამოცხადებული კომენდანტის საათი

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ გამოცხადებული კომენდანტის საათი და ცეცხლის გახსნის ბრძანება 10-თი ათასობით მოპროტესტეს ვერ აჩერებს,ნეპალის მეფე გიანენდრა ხალხისადმი მიმართვისათვის ემზადება.

თვითმხილველთა თქმით, კატმანდუს შემოგარენში უამრავი ადამიანია გამოსული. ბევრს კომუნისტური დროშები უპყრია ხელთ და ისინი ანტიმონარქისტულ ლოზუნგებს გაიძახიან. მოპროტესტეები ქალაქის ქუჩებში სახელდახელო ბარიკადებს მართავენ. პოლიციის შეიარარებული კორდონები მოპროტესტეებს დედაქალაქში შემავალ გზებს უკეტავს.

ხალხი მეფისაგან დემოკრატიის აღდგენას მოითხოვს. ქვეყნის სახელმწიფო რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეფე დღეს მოგვიანებით გამოვა სიტყვით.