ვაშინგტონში ამერიკა-პაკისტანის მოლაპარაკება დაიწყო

დღეს ვაშინგტონში ამერიკა-პაკისტანის დიალოგი იწყება სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც ორ დღეს გასტანს. დიალოგს წარმართავენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მეჰმუდ ქურეში. მოლაპარაკებებში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ სათავდაცვო უწყებების მაღალჩინოსნები. მხარეები მათთვის საინტერესო მთელ რიგ საინტერესო საკითხებს მიმოიხილავენ, მათ შორის ორმხრივი ეკონომიკური და სამხედრო თანამშორომლობის გაფართოვება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პაკისტანი ცდილობს შეთანხმებას მიაღწიოს აშშ-სთან მშვიდობიანი მიზნებისათვის ბირთვული ენერგიის გამოყენების საკითხზე. მსგავსი ხელშეკრულება აშშ-მ უკვე დასდო ინდოეთთან.