თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ როგორც სჩანს ირანმა იგნორირება მოუხდინა აშშ-ს წინადადებას ურანის საკითხის მოგვარების თაობაზე. მისივე თქმით ის ფაქტი, რომ ირანი თავს იკავებს გაეროს წინადადებისაგან ურანის უცხოეთში გამდიდრების თაობაზე, იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა სამხედრო მიზნებისათვის აპირებს ურანის გამოყენებას. ირანმა უკვე განაცხადა, რომ მან დაიწყო ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება, რაც საჭიროა მისი სამედიცინო ბირთვული რეაქტორის ამუშავებისათვის. ოფიციალური თეირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვისაა, მაგრამ დასავლეთი აცხადებს, რომ იგი ამ პროგრამას ბირთვული იარაღის შემუშავებისათვის იყენებს. ბარაკ ობამას არაფერი უთქვამს იმის თაობაზე თუ როდის შევა ძალაში ახალი სანქციებ. მისივე თქმით პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარების შესაძლებლობები ჯერაც არ არის ამოწურული.