ილსა ბუნდისა და რიკ ბლაინის სასოწარკვეთილი სიყვარულის ამბავს, რომანტიკული დრამა „კასაბლანკა“ გვიყვება. მიუხედავად ტრაგიკული სიყვარულის ისტორიისა, ინგრიდ ბერგმანის მიერ ნათამაშები როლი მაყურებელზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
ამ ფილმის პარალელურად, ამერიკის კინო ისტორიაში, 1939 წელს გადაღებულმა ფილმმა „ქარწაღებულნი“ ასევე განსაკუთრებული როლი ითამაშა. რეტ ბატლერსა და სკალრეტ ოჰარას შორის დაწყებული სიყვარული საინტერესო თავგადასავლების ფონზე ვითარდება. ცხოვრებისეულ ქარტეხილებს, ერთ დროს, უზრუნველი ცხოვრების მქონე ლამაზი გოგონა სკარლეტი ღირსეულად უმკლავდება. ფილმს, გარდა თავისი შინაარსისა, მსახიობების კლარკ გეიბლისა და ვივიენ ლის, მონაწილეობა მართლაც განუმეორებელს ხდის.
ანალოგიური ხასიათისაა მეორე ლეგენდარული რომანტიკული ფილმიც- „დაუვიწყარი სიყვარული.“ მიუხედავად იმისა რომ ფილმში ძლიერი ვნება წყვილებს ერთამენთან მჭიდროდ აახლოვებს, ცხოვრების სირთულეების გამო ისინი ერთმანეთს მალევე დაშორდებიან. ხოლო მხატვრულ ფილმში „სიყვარულის ამბავი,“ გადმოცემულ სიყვარულის ისტორიას, შეყვარებული წყვილის არასახარბიელო მგდომარეობაც ემატება. ორი ადამიანის სიყვარულს ჯენიფერის - ოლივერის მეუღლის მძიმე სენთან ბრძოლის სასოწარკვეთილება არღვევს, რაც ოლივერისთვი მძიმედ გადასატანია.
მე-20 საუკუნის კინო-ხელოვნების დაუვიწყარ ნიმუშს კი ფილმი „ტიტანიკი“ წარმოადგენს. ლეონარდი დიკაპრიოსა და კეიტ უინსელტის არაჩვეულებრივად შესრულებული როლები, დღემდე დავიწყებას არ ეძლევა. სწორედ ამიტომ, ფილმი 11 ოსკარის მფლობელი გახდა და ფილმ „ავატარის“ გამოსვლამდე შემოსავლის რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა.
თუმცა, დღესდღეობით, ახალგაზრდების უმრავლესობა უპირატესობას, რეალისტურ მხატრულ ფილმებს ანიჭებს:
„სიყვარულის მიმართ, ვფიქრობ, დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო ცინიკურია და ნაკლებად ლოიალური დამოკიდებულება ააქვს,“- ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.
თუმცა, მიუხედავად ასაკის, განწყობისა და შეხედულებებისა, როცა უეცრად ჭეშმარიტი სიყვარულის მორევში იგრძნობ თავს, მაშინ მართლაც, რომ თავდავიწყებასთან ერთად სიცოცხლის სხვანაირ ენერგიას გრძნობს თითოეული ჩვენთაგანი; მაშინ მართლაც, რომ სრულყოფილნი და ბედნიერები ვართ.
მოახლოებულ ვალენტინობის დღეს გილოცავთ ძვირფასო რადიომსმენელებო.