თბილისში, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
"მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დაშავებულები გადაყვანილი არიან სამედიცინო ცენტრებში.