შობის დღეს ტაიფუნმა ფილიპინებში ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა

ცენტრალურ ფილიპინებში, შობის დღესასწაწულზე, ტაიფუნმა ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ტაიფუნი "ფანფონე" მეორე კატეგორიის ტროპიკულ ქარიშხლად შეფასდა. ის საათში მინიმუმ 120 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ტაიფუნი ფილიპინებს თავს მოულოდნელად დაატყდა, რადგან ქარიშხლების სეზონი ქვეყანაში ნოემბერში სრულდება.

დაახლოებით 16,000 ადამიანს მოუხდა შობის ღამის სახელდახელო თავშესაფარებში, სკოლებში, სპორტულ დარბაზებში და სამთავრობო შენობებში გატარება. ხოლო 20,000 ადამიანი, კათოლიკე უმრავლესობის მქონე ქვეყანაში, საზღვაო პორტებსა და აეროპორტებში გაიჭედა, რადგან საჰაერო და საზღვაო გადაადგილება შეჩერებულია.

ამ დროის მონაცემებით ექვსი ადამიანია დაკარგული.

ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე მძინვარე ტაიფუნი 2013 წლის ნოემბერში დაარყდა თავს, რომელსაც 6000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.