დღეს სრულდება მლადიჩის საჩივრის განხილვა ჰააგაში

ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური, რადკო მლადიჩი, ჰააგაში გაეროს ტრიბუნალის წინაშე უნდა გამოსულიყო სასამართლოზე, რომელიც მისთვის მისჯილი სამუდამო პატიმრობის თაობაზე საჩივარს განიხილავს.

ასევე ნახეთ: „ბოსნიის ყასაბს“ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

25 აგვისტოს მლადიჩის ადვოკატმა დრაგან ივეტიჩმა სასამართლოს მოახსენა, რომ მლადიჩის ფსიქიკური მდგომარეობა მას არ აძლევდა მოსმენაში მონაწილეობის საშუალებას. მას ჰქონდა შესაძლებლობა დღეს მიემართა ტრიბუნალისთვის.

მლადიჩს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი სრებრენიცის მასობრივ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით და 1990-იანი წლების სხვა სამხედრო დანაშაულებების გამო.

რადკო მლადიჩს 2017 წელს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა და გენოციდისთვის ბოსნიის სამოქალაქო ომის პერიოდში 1990-იან წლებში.