ჩინეთი ბრიტანეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას განუსაზღვრელი დროით შეაჩერებს

ხუთშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული შიშის გამო, ჩინეთი ბრიტანეთთან ორივე მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განუსაზღვრელი დროით შეაჩერებს.

პრეს-მდივნის განცხადებით, “ჩინეთი შესაბამისი მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდება და კონტროლის ზომებს, ვითარების მიხედვით, დინამიურად შეცვლის”.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი შტამის გამო შეზღუდვები მკაცრდება


კორონავირუსის უაღრესად ინფექციური ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნები ბრიტანეთთან საკუთარ საზღვრებს კეტავენ.

საავიაციო მონაცემების მომწოდებელ “ვარიფლაითის” თანახმად, ამჟამად კონტინენტურ ჩინეთსა და ბრიტანეთს შორის რვა ყოველკვირეული რეისი მუშაობს. მათ შორისაა “ეარ ჩაინა”, “ჩაინა ისტერნ ეარლაინს” და “ჩაინა საუთერნ ეარლაინს”. ყოველი მათგანი ერთ რეისს ასრულებს.

“ბრითიშ ეარვეის” ლონდონიდან შანხაის მიმართულებით, კვირაში ორი რეისი აქვს.

ასევე ნახეთ: საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამები?