ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს პოლიციის ორი ოფიცერი და ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს. საქმეს ფედერალური პროკურატურა იძიებს. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ეს ტერორისტული აქტია.
თავდამსხმელმა ცეცხლი ქალაქის ცენტრში მდებარე კაფესთან პოლიციელებს დღეს დილით გაუხსნა, შემდეგ კი ერთი ადამიანი მძევლად აიყვანა და გაქცევას შეეცადა. ის სამართალდამცავებთან სროლის დროს მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ციხიდან ორშაბათს გამოვიდა. ის არ იყო ეჭვმიტანილი ექსტრემისტებთან, ან რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში.