ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ 27 სექტემბერს გამოაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროგადამცემი სელის საეჭვო საბოტაჟისა და 4 ინტერნეტ კაბელის საბოტაჟის შემდეგ, ამ კვირაში გაზრდის წარმომადგენლობას ბალტიის ზღვის აუზში. იმავდროულად, ნატოს წევრმა ესტონეთმა საზღვაო ოპერაცია დაიწყო პარალელური ელექტროსადენის დასაცავად.
ასევე ნახეთ: ნატო: ალიანსს მტკიცე პასუხი ექნება, თუ გაზსადენი განზრახაა დაზიანებულიერთი დღით ადრე, ფინეთმა რუსული ნავთობ ტანკერი დააკავა ესტონური წყალქვეშა ელექტროსადენის საეჭვო გათიშვის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი გადამცემი არხების დაზიანების გამო. პარასკევსვე ფინეთმა ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს დახმარება სთხოვა.
ბალტიის ქვეყნებში განგაში ვრცელდება ბოლო დროს გახშირებული ელექტრო, ტელეკომისა და გაზსადენი მილების მწყობრიდან გამოსვლის გამო. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დააზუსტა, რომ ნატო ჩართულობას გაზრდის ბალტიის ზღვის აუზში.
მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, კრემლმა წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს კავშირი არ აქვს ბალტიის ზღვაში მომხდარ ინფრასტრუქტურულ ინციდენტებთან.
Your browser doesn’t support HTML5