მთავრობის ეფექტიანობის სააგენტო - რას შეამოწმებს მასკისა და რამასვამის ლიდერობით მოქმედი ახალი უწყება

Your browser doesn’t support HTML5

ერთ-ერთი სიახლე, რომლის დანერგვასაც დონალდ ტრამპი აპირებს - მთავრობის ეფექტიანობის შემმოწმებელი სააგენტოა. ეს სამსახური, რომელსაც სათავეში მილიარდერი ილონ მასკი, კიდევ ერთ მილიარდერ, ვივეკ რამასვამისთან ერთად ჩაუდგება, აპირებს, ამერიკის ფედერალური უწყებების ხარჯები მკვეთრად შეამციროს.