ზელენსკი: ჩრდ. კორეის კონტინგენტი რუსეთში, შესაძლოა, 100 000-მდე გაიზარდოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს, 16 ნოემბერს, განაცხადა, რომ რუსეთის შიგნით განლაგებული ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კონტინგენტი, შესაძლოა 100 000 ჯარისკაცამდე გაიზარდოს.

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ, უკრაინაში ომის გასაძლიერებლად, რუსეთს შეიარაღება მიაწოდა და ჯარით ეხმარება.

Your browser doesn’t support HTML5

ჩრდილოეთ კორეელ სამხედროთა რუსეთში ყოფნის რისკები

„ახლა, პუტინმა, უკრაინის საზღვრებთან ჩრდილოეთ კორეელი 11 000 ჯარისკაცი მოიყვანა. ეს კონტინგენტი, შესაძლოა, 100 000-მდე გაიზრდოს“, - თქვა ზელენსკიმ, ევროპარლამენტისადმი ონლაინ მიმართვაში.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკვე ჩაერთნენ უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ჩრდილოეთ კორეასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც მოიცავს ორმხრივ თავდაცვის დებულებას.