ტრამპმა "საზღვრის მეფედ" ტომ ჰომენი გამოაცხადა

არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მის ყოფილ ადმინისტრაციაში იმიგრაციის და სასაზღვრო კონტროლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომ ჰომენი, ახალ ადმინისტრაციაში „საზღვრის მეფედ“ იმსახურებს.

კვირას, გვიან ღამით, თავისი სოციალური ქსელის, Truth-ის ვებგვერდზე ტრამპმა დაწერა: „ჩემთვის სასიამოვნოა იმის გამოცხადება, რომ ICE (იმიგრაციის და საზღვრის კონტროლის) ყოფილი დირექტორი და საზღვრის კონტროლის მიმართ შეუპოვარი მიდგომის მქონე ტომ ჰომენი ტრამპის ადმინისტრაციას შეუერთდება, ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე იქნება პასუხისმგებელი ("საზღვრის მეფე").“

ასევე ნახეთ: ტრამპმა გაეროში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად ელის სტეფანიკი შეარჩია

მოსალოდნელი იყო, რომ ჰომენს შესთავაზებდნენ თანამდებობას, რაც უკავშირდება საზღვრებს და ტრამპის დაპირებას, რომ ქვეყნის ისტორიაში უდიდეს დეპორტაციის ოპერაციას დაიწყებს.

სამხრეთის და ჩრდილოეთის საზღვრებზე და „საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოებაზე“ ზედამხედველობის გარდა, ტრამპმა თქვა, რომ ჰომენი მისი დღის წესრიგის ცენტრალური ნაწილის, „არალეგალური იმიგრანტების უკან, მშობლიურ ქვეყნებში დეპორტაციაზე იქნება პასუხისმგებელი“.

ის ამბობს, რომ „ეჭვი არ ეპარება“ ჰომენი "ფანტასტიკურ და დიდი ხნის წინ ჩასატარებელ სამუშაოს შეასრულებს.“

ამ თანამდებობაზე დანიშვნას სენატის მხრიდან დამტკიცება არ სჭირდება.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ჰომენმა თქვა, რომ სამხედრო უწყება ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების დაკავებას არ მოახდენს და საიმიგრაციო სამსახური ტრამპის გეგმებს „ჰუმანური გზით“ განახორციელებს.

„ეს იქნება საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ კარგად გამიზნული, დაგეგმილი ოპერაცია. ეს სამსახურის თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობაა. ისინი ამას კარგად აკეთებენ“, - თქვა ჰომენმა.

წლის დასაწყისში, ვაშინგტონში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე ჰომენმა თქვა, რომ ფიქრობს მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოებისადმი მუქარებს პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს, თუმცა იმავდროულად „დღის წესრიგიდან არავის საკითხი არ იხსნება. თუ აქ უკანონოდ ხართ, გირჩევნიათ ფრთხილად იყოთ“.

მან იქვე განაცხადა, რომ იანვარში ტრამპის დაბრუნებასთან ერთად ისიც დაბრუნდება და ქვეყნის ისტორიაში უდიდესი დეპორტაციის ოპერაციას ჩაატარებს.