პესკოვი ამბობს, რომ კიევს ფრონტზე მოსკოვის წინსვლა აშფოთებს

კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ფონტის ხაზზე რუსეთის წინსვლით, თუ კიევი შეერთებულ შტატებს თხოვს შორ მანძილზე მოქმედი „Tomahawk” რაკეტების მიწოდებას სთხოვს.

ასევე ნახეთ: კიევი რუსული დრონების სამიზნეა

გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეერთებულ შტატებს „Tomahawk”-ის ტიპის რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომლის მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია. ეს აღემატება ნებისმიერი რაკეტის შესაძლებლობებს, რაც ახლა უკრაინის არესნალშია.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტენდენცია ომის ფრონტზე, აშკარაა. „ამ დინამიკის ფონზე, კიევის რეჟიმი იწყებს მნიშვნელოვანი ნერვიულობის გამოვლენას“, - თქვა მან.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს რაკეტების მისწოდება, „გამარჯვების გეგმის“ ფარგლებში მოხდა, რომელიც კიევმა მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინა.