"ქართული ოცნების" ბოდიშის კამპანია - კრემლის და სეპარატისტების პასუხი
Your browser doesn’t support HTML5
რას ელოდებიან ოკუპირებულ რეგიონებსა და მოსკოვში, ივანიშვილის მიერ დაანონსებული ბოდიშის შემდეგ? რუსეთის საგარეო უწყებამ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში მიიწვია. სერგეი ლავროვმა პირობა დადო, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება.