აგვისტოს ომის გმირების მამა: „რუსეთი ჩემი და საქართველოს მტერია!“
Your browser doesn’t support HTML5
ცხინვალიდან დევნილმა მურაზ და ნანული რომელაშვილებმა რუსეთთან ომში ორივე შვილი დაკარგეს. 16 წლის წინ, პირველები ოკუპირებულ ცხინვალში, სწორედ ძმების ტანკები შევიდნენ. გმირების მამა ამბობს, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით შეურაცხყოფილია მზარდი რუსული პროპაგანდით და რომ „აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო“.