პრეზიდენტმა ბაიდენმა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოთიშვის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან დაახლოებით 30 წუთში, ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ის სრულად უჭერს მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რათა დასახელდეს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად.
„დღეს მინდა გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა და თანხმობა, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი წელს“, - თქვა მან X-ზე მეორე პოსტში. „დემოკრატებო, დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი“, - წერს პრეზიდენტი ბაიდენი X-ზე გამოქვყენებულ განცხადებაში.
დემოკრატიულმა პარტიამ, აშშ-ის პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი, ოფიციალურად, აგვისტოში, ჩიკაგოში დაგეგმილ ყრილობაზე უნდა დაასახელოს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, დატოვოს საარჩევნო კამპანია და უარი თქვას დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე, საზოგადოებას ერთი საათის წინ აცნობა.
ამავე განცხადებაში ის წერს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და რომ ამერიკელ ხალხს, თავისი გადაწყვეტილების შესახებ მეტს მოგვიანებით მიმართავს.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანია დაასრულასაკითხის მცოდნე, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" წერს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, შაბათს ღამის მდგომარეობით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დარჩენას გეგმავდა, მაგრამ მის თანამშრომლებს კვირა დღის მეორე ნახევარში განუცხადა, რომ ის უკან იხევდა.
”წუხელ გზავნილი იყო, - მივდივართ წინ, სრული სისწრაფით. დღეს, დაახლოებით 13:45 საათზე, პრეზიდენტმა თავისი გუნდის უფროს წევრებს უთხრა, რომ გადაიფიქრა“, - განუცხადა წყარომ “როიტერს”, ანონიმურობის პირობის დაცვით.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა უეცრად შეიცვალა აზრი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე, - აცხადებენ წყაროები “როიტერთან”