ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მთავრობის მაღალ პოზიციაზე კიდევ ერთი ახლო ნათესავი დანიშნა.
პირველ ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, კადიროვმა თავისი 27 წლის ძმისშვილის, ხამზათ კადიროვის უშიშორების საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება. საბჭო სამართალდამცავი და უსაფრთხოების უწყებების მაღალჩინოსნებს აერთიანებს.
უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიცია ერთ-ერთია სხვა სახელმწიფო მაღალი რანგის პოზიცებს შორის, რომელზეც კადიროვმა თავისი ოჯახის წევრი დანიშნა. გასულ თვეში, მან კიდევ ერთი ძმისშვილი რეგიონის ტრანსპორტის მინისტრად დანიშნა. ამას ერთი თვით წინ უსწრებდა, კადიროვის მიერ, თავისი 18 წლის ვაჟის, ახმატ კადიროვის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის უფროსად დაასახელება. თებერვალში კი, თავისი 24 წლის ქალიშვილი, ადმინისტრაციის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა.
უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნული 27 წლის ხამზათ კადიროვი, რამზან კადიროვის უფროსი ძმის, ზელიმხანის ვაჟია, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. იგი ბოლო დრომდე იკავებდა რესპუბლიკის მეთაურის თანაშემწის თანამდებობას უსაფრთხოების ბლოკში და ქონებრივი და მიწის ურთიერთობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მანამდე ის ჩეჩნეთის ფიზ-კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრი იყო, 2021 წელს კი ამ თანამდებობაზე ტურპალ-ალი იბრაგიმოვმა შეცვალა.