უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ქვეყანას უხლოესი კვირების განმავლობაში მეტი ანტისაჰაერო დაცვა სჭირდება, რათა რუსული თავდასხმებით დანგრეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევრის შეკეთება შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა ზამთრის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.
გერმან გალუშჩენკომ თქვა, რომ რუსეთი ენერგეტიკულ სისტემებზე თავდასხმებს აძლიერებდა და ამით მის აღდგენას აძნელებდა და მარაგების მიწოდებას ამუხრუჭებდა.
უკრაინის ენერგო სექტორზე რუსული რაკეტებით და დრონებით თავდასხმები მარტიდან გაძლიერდა და მისი გენერაციის შესაძლებლობა გაანახევრა. ამან ენერგიის გრაფიკით მიწოდება გამოიწვია, მათ შორის დედაქალაქ კიევში.
ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ რაკეტები ამოეწურა და ვერ ახერხებს რუსეთის იერიშების მოგერიებას„ზამთრამდე ხუთი თვე გვაქვს დარჩენილი. თუ ახლა მის დაცვას ვერ შევძლებთ... აღდგენას ვერ მოვახერხებთ. მხოლოდ 50 პროცენტი ზამთრის გადასატარებლად საკმარისი არ არის“, თქვა გალუშჩენკომ.
„მათ ზამთრამდე კიდევ და კიდევ თავდასხმა შეუძლიათ. ზოგიერთი რამ რომ აღვადგინოთ ან ზოგიერთი ობიექტი ანტისაჰაერო დაცვის გარეშე ხელახლა ავამუშაოთ, ეს ბევრი ვერაფრით დაგვეხმარება, რადგან ისინი კვლავ გაანადგურებენ“, თქვა მინისტრმა.
გალუშჩენკომ თქვა, რომ უკრაინას შვიდიდან ცხრამდე ამერიკული „პატრიოტის“ სისტემა უახლოესი კვირების განმავლობაში სჭირდება.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა თავისი კომენტარები ბერლინის კონფერენციის კულუარებში გააკეთა, სადაც უკრაინა შესუსტებული დასავლური დახმარების გაძლიერებას ცდილობდა.