ევროკომისიის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ თბილისში, ქუჩებში გამოსულ ხალხს, რომლებიც ე.წ უცხოეთის აგენტის" კანონის პარლამენტში მიღებას აპროტესტებს სპეციალური განცხადება მიუძღვნა X ქსელში. “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას,”- თქვა მან და დასძინა, რომ ქართველებს სურთ ევროპული მომავალი და რომ ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს.
მეცოლას განცხადებით, [ ევროკომისია] “ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”.
თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად.
— Roberta Metsola (@EP_President) May 14, 2024
საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 14 მაისს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი მიიღო სახალხო პროტესტის და დასავლეთის ქვეყნების კრიტიკის ფონზე.
ამ კანონის წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.