მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების კანონის უკან გაწვევას არ აპირებს. კანონპროექტის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციზე ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს "მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად" და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც "გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს".
ასევე ნახეთ: "საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია" - 12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა წერილით მიმართეს ბორელსა და ვარჰეის"ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, უნდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება უდიდესი უპასუხისმგებლობაა, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე. ამასთან, დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს, თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში თუ თავს დავუხრით საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ, მაგალითად, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არმიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას...", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
მანვე მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ "ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან", ასევე, მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს "ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი ხარისხით" მოქმედებისთვის.
ასევე ნახეთ: მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ პროტესტის უფლება - სტანო13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.
პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით, პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
თბილისში ვიზიტით მყოფი ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ამბობს, რომ "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება.
ასევე ნახეთ: საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს - მიხაილ როთი