საქართველოში შეერთებული შტატების საელჩ, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო ხაზს უსვამს პრესის თავისუფლებისადმი აშშ-ის მთავრობის ერთგულებას და "პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს."
"როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას", - ნათქვამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1993 წლის დეკემბერში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის რეკომენდაციის შემდეგ გამოაცხადა. მას შემდეგ, 3 მაისი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე.