არიზონის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ უფროს მარკ მიდოუსს და ადვოკატ რუდი ჯულიანის, კიდევ 16 სხვა პირთან ერთად, არჩევნებში ჩარევის საქმეზე ბრალი წარუდგინა.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში მოხსენიებულია 11 რესპუბლიკელი, რომლებმაც კონგრესში წარდგენილი დოკუმენტებით ყალბად გამოაცხადეს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპმა არიზონაში ჯო ბაიდენი დაამარცხა. საბრალდებო დასკვნაში მოხსენიებულია კიდევ შვიდი ბრალდებული, რომელთა ვინაობა ჯერ-ჯერობით არ დასახელებულა, რადგან საბრალდებო დასკვნა მათთვის ჯერ კიდევ არ გადაუციათ.
ასევე ნახეთ: მეინში ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალესსაინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესმა“ საბრალდებო დასკვნაში მოყვანილი აღწერით, დაუსახელებელი ბრალდებულების ვინაობის დადგენა შეძლო.
ერთი აღწერილია როგორც ადვოკატი, „რომელსაც ხშირად იცნობდნენ როგორც მერს“ და არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ ბრალდებები გაავრცელა. ეს არის აღწერა, რომელიც ნათლად ჯულიანის აღწერს. მეორეზე ნათქვამია, რომ „2020 წელს ტრამპის კანცელარიის უფროსი“ იყო, რაც მიდოუსზე მიანიშნებს.
11 ადამიანი, რომელიც არიზონის რესპუბლიკელ ელექტორად იყო ნომინირებული, 2020 წლის 14 დეკემბერს ფენიქსში შეიკრიბა, რათა ხელი მოეწერათ სერტიფიკატზე, რომ ისინი „კანონის შესაბამისად არჩეული და კვალიფიციური“ ელექტორები იყვნენ და აცხადებდნენ, რომ შტატში ტრამპმა გაიმარჯვა. არიზონის რესპუბლიკურმა პარტიამ ხელმოწერის ცერემონიის ერთწუთიანი ვიდეო მაშინ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა. მოგვიანებით, დოკუმენტი კონგრესში და აროვნულ არქივში გაიგზავნა, სადაც მისი იგნორირება მოხდა.
არიზონაში ჯო ბაიდენმა 10,000 ზე მეტი ხმის უპირატესობით გაიმარჯვა. რვა სასამართლო სარჩელიდან, რომლითაც შტატში ბაიდენის გამარჯვებას წარუმატებლად ედავებოდნენ, ერთი სარჩელი იმავე 11 რესპუბლიკელმა შეიტანა, ვინც მოგვიანებით ხელი მოაწერა სერტიფიკატს, რომლითაც ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა.