აშშ-ის შტატ ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთ ამერიკულ ლატარეას გამარჯვებული ჰყავს, რომელმაც $1.12 მილიარდი მოიგო. გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ამ დრომდე, "მეგა მილიონების" მსგავსი ჯეკპოტი არ გათამაშებულა.
კომპანიის განცხადებით, მოგებული ბილეთი, ნიუ-ჯერსიში გაიყიდა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. "მეგა მილიონების" ჯეკპოტის მოგება რთულია, რადგან შანსი 302.6 მილიონიდან, ერთია.
ასევე ნახეთ: დეტალები: რაში მდგომარეობს მწვანე ბარათის ლატარეააშშ-ის ლატარიის ისტორიაში, ეს პრიზი სიდიდით მერვეა. $1,12 მილიარდის ჯეკპოტის გამარჯვებულს მიეცემა არჩევანი: მას ან ნაღდ ფულს გადასცემენ, რაც გადასახადების შემდეგ $537.5 მილიონი იქნება, ან გაფორმდება კონტრაქტი თანხის ყოველთვიურად, 29 წლის მანძილზე განვადებით გადახდის პირობებით. გამარჯვებულების უმეტესობა ნაღდ ანგარიშსწორებას ითხოვს.
შეერთებულ შტატებში ლატარეის მორიგი დიდი თანხის გათამაშება ოთხშაბათს ღამით გაიმართება. "ფაუერ ბოლის" ჯეკპოტი დღეს $865 მილიონი იქნება.
ლატარეა "მეგა მილიონების" მოგება ამერიკის 45 შტატში, კოლუმბიის ოლქსა და ვირჯინიის კუნძულებზეა შესაძლებელი. მოგებულს თანხის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის ამერიკაში კანონიერად ცხოვრობს.