საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მზად არის გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და იარაღის მწარმოებლებს პრიორიტეტები დაუწესოს. სებასტიან ლეკორნუმ ეს განცხადება სამშაბათს გააკეთა და მისი მზადყოფნა, მიზნად ისახავს იმ იარაღისა და ჭურვების წარმოების დაჩქარებას, რომელიც ბრძოლი ველზე, უკრაინაში და სხვაგანაა საჭირო.
„ეს კითხვები მაგიდაზე აშკარად დევს“, - თქვა ლოკერნუმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მარაგები და საწარმოო ხაზები, განსაკუთრებულ სტრესს საზენიტო რაკეთებთან და საარტილერიო ჭურვებთან დაკავშირებით განიცდის.
ასევე ნახეთ: მაკრონი: "ვუახლოვდებით მომენტს, როცა მიზანშეწონილი იქნებოდა არ ვიყოთ მხდალები“ლეკორნუმ თქვა, რომ მას შეუძლია კომპანიებს სთხოვოს გარკვეულ შეკვეთებს პრიორიტეეტი მიანიჭოს. ფრანგული წარმოების იარაღზე საგარეო მოთხოვნა მაღალია, თქვა ლეკორნუმ, განსაკუთრებით საზენიტო რაკეტებზე, საარტილერიო და სარადარო სისტემებზე, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში, მაგრამ ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას უჭირს მოთხოვნაზე შესაბამისი რეაგირება.
„ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან გარკვეული კონტრაქტების შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. მათთვის მიწოდების ვადების კრიტერიუმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფასი“, - თქვა ლეკორნუმ.