საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ერთადერთი თამაშის მოგება აშორებს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა, ევრო-2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში, თბილისის "დინამოარენაზე", ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა (2:0) და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს 26 მარტს გამართავს, ისევ "დინამოარენაზე". მისი მეტოქე კი ამაღამ გამოვლინდება, საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩში.