საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს თქვა, რომ დროა უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ და ახლა „სიმხდალის“ გამოვლენის დრო არ არის.
„ევროპაში, ვუახლოვდებით მომენტს, როცა მიზანშეწონილი იქნებოდა, არ ვიყოთ მხდალები“, - უთხრა მაკრონმა პრაღაში მცხოვრებ ფრანგ ემიგრანტებს.
26 თებერვალს, უკრაინის შესახებ, პარიზში გამართულ კონფერენციაზე, ემანუელ მაკრონმა ღიად განიხილა დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის იდეა. პასუხად, ბევრი დასავლელი მოკავშირისგან, მან ძლიერ უარყოფითი რეაქცია მიიღო.
ასევე ნახეთ: მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნასსამშაბათს, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით მან თქვა, რომ საფრანგეთმა და ჩეხეთმა, „კარგად იციან, რომ ომი ჩვენს მიწაზე [ევროპაში] დაბრუნდა, რომ ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ჩვენზე თავდასხმის საფრთხეს ყოველდღიურად, სულ უფრო ზრდის და რომ მოგვიწევს ვიცხოვროთ ისტორიისა და გამბედაობის შესაბამისად, რაც ამას მოითხოვს.“
26 თებერვალს, მაკრონის მიერ, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის იდეაზე საუბრის შემდეგ, ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ მაკრონს დებატების წახალისება სურდა. მათი განმარტებით, განხილული იდეები ეხებოდა არასაბრძოლო ჯარებს, რომლებმაც შეიძლება შეასრულონ ფუნქციები, როგორიცაა ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდა, საზღვრის დაცვა ან უკრაინული ძალების წვრთნა.