ხუთშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს განუცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად ჯარების გაგზავნით, ბირთვული ომის პროვოცირების რისკს ქმნიან და გააფრთხილა, რომ მოსკოვს აქვს იარაღი, რათა დასავლეთში სამიზნეებს დაარტყას.
უკრაინაში ომმა, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, მოსკოვის დასავლეთთან ურთიერთობებში ყველაზე უარესი კრიზისი გამოიწვია. პუტინმა ადრე ისაუბრა ნატოსა და რუსეთს შორის უშუალო დაპირსპირების საფრთხეებზე, მაგრამ ხუთშაბათს გამოთქმული მისი ბირთვული გაფრთხილება ერთ-ერთი ყველაზე ღია განცხადება იყო.
71 წლის პუტინმა, კანონმდებლების და ქვეყნის ელიტის სხვა წევრებისადმი მიმართვაში გაიმეორა ბრალდება, რომ დასავლეთს რუსეთის დასუსტება სურდა და აღნიშნა, რომ დასავლელმა ლიდერებმა ვერ გაიგეს, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მათი ჩარევა, როგორც თვითონ თქვა, რუსეთის საშინაო საქმეებში.
ასევე ნახეთ: მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნასპუტინმა თავისი ბირთვული გაფრთხილება დაუკავშირა კონკრეტულ მოსაზრებას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს გააჟღერა. მაკრონმა ახსენა ნატოს ევროპელი წევრების მიერ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნა. შეერთებულმა შტატებმა,გერმანიამ, ბრიტანეთმა და სხვებმა ეს იდეა სწრაფად უარყვეს.
მან ასევე თქვა, რომ მოსკოვი საბჭოთა კავშირის შეცდომას არ გაიმეორებს და დასავლეთს ნებას არ მისცემს ის გამალებულ შეიარაღებაში „ჩაითრიოს“და ბიუჯეტის დიდი წილი დაახარჯინოს.