62 000 ადამიანს აქვს კავშირი შვედეთში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფებთან

დაახლოებით 62 000 ადამიანი აქტიურად არის ჩართული ან აქვს კავშირები კრიმინალურ ქსელებთან შვედეთში, განაცხადა შვედეთის პოლიციამ. სტოკჰოლმი წლების მანძილზე იბრძვის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტო ძალადობის ერთ-ერთი მიზეზია.

ასევე ნახეთ: ლანდერჰოლმი: თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება

ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის მოსპობით დამთავრდა, ბოლო ათ წელში სამჯერ გაიზარდა. სკანდინავიის ამ ქვეყანაში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებლები იქ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ კრიმინალურ ქსელებში აქტიურად ჩართული 14 000 ადამიანია“, - განაცხადა ეროვნული პოლიციის კომისარმა პეტრა ლუნდმა „ვარაუდობთ, რომ ამ ქსელებთან 48 000 ადამიანს აქვს კავშირები“.

2023 წლის სექტემბერში შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით 11 დანაშაული მოხდა, რომლებსაც ფატალური შედეგი მოჰყვა. 2019 წლის შემდეგ, ეს შვედეთშ ყველაზე მომაკვდინებელი თვე იყო.