კრემლში არ უპასუხეს სამშაბათს დასმულ კითხვას, ეწვია თუ არა მოსკოვს და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ამერიკელი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი.
მოსკოვში, რამდენიმე ადგილზე გადაღებული ტაკერ კარლსონის სურათები, რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა. აღნიშნულმა გააჩინა კითხვა, გეგმავს თუ არა ის ინტერვიუს რუსეთის პრეზიდენტთან. თუ ეს მოხდა, ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანი გახდება პირველი დასავლელი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერს.
წარსულში, ტაკერ კარლსონი ხშირად აკრიტიკებდა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას.
კითხვაზე, ეწვია თუ არა კარლსონი რუსეთის ადმინისტრაციულ შენობას მოსკოვის ცენტრში, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მე არანაირად არ ვაკეთებ კომენტარს ამერიკელი ჟურნალისტის მოძრაობებზე.“