რუმინეთს სასწრაფოდ სჭირდება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სამოქალაქო მოხალისეებს საშუალებას მისცემს გაიარონ სამხედრო წვრთნები იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად იყოს მომზადებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გავრცელების შემთხვევაში. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ ნატოს წევრის ქვეყნის არმიის ახალმა მეთაურმა უთხრა.
ასევე ნახეთ: შავ ზღვაზე ახალი დერეფნის საშუალებით უკრაინამ 4 მლნ ტონა მარცვლეული ექსპორტზე გაიტანა„დიახ, რუმინეთის მოსახლეობა, ისევე როგორც ევროკავშირის, ევროპის მთელი მოსახლეობა, უნდა იყოს შეშფოთებული“, - განუცხადა გენერალმა გეორგიტა ვლადმა „რადიო თავისუფლების“ რუმინულ სამსახურს 1 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში.
„პირადად მე, და არა იმის გამო, რომ კარიერული ჯარისკაცი ვარ, მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია აქ [უკრაინაში] არ გაჩერდება. თუ ის გაიმარჯვებს უკრაინაში, მისი შემდეგი მთავარი სამიზნე იქნება მოლდოვა. ჩვენ დავინახავთ დაძაბულობას დასავლეთ ბალკანეთში. დარწმუნებული ვარ, რომ [რუსეთის] პრეზიდენტი [ვლადიმირ] პუტინი უახლოეს მომავალში გაამძაფრებს თავის პოლიტიკას".
რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული სწულმასშტაბიანი ომი, რუმინეთის ჩრდილოეთ სახმელეთო და შავი ზღვის სანაპიროს საზღვრებამდე მივიდა.
რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ, ნატომ გააძლიერა საკუთარი ძალები რუსეთის საზღვართან ახლოს და დააარსა კიდევ ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო მზადყოფნის ჯგუფი ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.