ევროკავშირის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, დაამტკიცონ საერთო ჩარჩო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებულ მილიარდობით დოლარის შემოსავალს, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ. განცხადება ამის შესახებ, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
წინასწარ შეთანხმებას, ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება, მაგრამ ამ ნაბიჯით, 200 მილიარდი დოლარის ოდენობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იქნება გამოყენებული.
ასევე ნახეთ: ლანდერჰოლმი: თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდებაევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა, საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს შეთანხმება, ევროკავშირს „მისცემს საშუალებას, დაიწყოს გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების შეგროვება... უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად".
ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ არის გაყინული.