ორშაბათს, მოლდოვის პრო-რუსული სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის ლიდერმა, თავის თავდაცვის და დაზვერვის ინსტიტუტებს მოუწოდა „სამხედრო მზადყოფნის მაღალი დონე“ შეინარჩუნონ და ამ მიზნით მუდმივი წვრთნები ატარონ.
მოლდოვასა და მის სეპარატისტულ რეგიონს შორის დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც მთავრობამ რეგიონისთვის, აქამდე არსებული შეღავათები მოხსნა და ახალ წელს იმპორტზე და ექსპორტზე ბაჟი შემოიღო, დანარჩენი მოლდოვის მსგავსად. მოსკოვის დახმარებაზე დამოკიდებული რეგიონი აცხადებს, რომ ბაჟები მის ბიზნესებს ზიანს აყენებს. რეგიონის ლიდერმა კრასნოსელსკიმ მას „შუასაუკუნეობრივი ბეგარა“ უწოდა.
ასევე ნახეთ: მოსკოვი აუქმებს ბრძანებას, რომლითაც დნესტრისპირეთზე მოლდოვის სუვერენიტეტს აღიარებდადნესტრისპირეთის პრეზიდენტმა ეთერში გასულ მიმართვაში თქვა: „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიეცა მითითება, რეგულარულად ჩაატარონ წვრთნები და სახელმწიფო საზღვრებზე უსაფრთხოება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით გააძლიერონ“.
მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურომ, რომელიც დნესტრისპირეთთან მოლაპარაკებებს ზედამხედველობს, განაცხადა, რომ კრასნოსელსკის კომენტარები გამაოგნებელია.
„ტირასპოლის განგაშის სიგნალების საფუძველი გაუგებარია. შთაბეჭდილება ისეთია, რომ ეს სიგნალები მხოლოდ ვირტუალურ გარემოში არსებობს“, ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
გასულ კვირაში, მოლდოვის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ დნესტრისპირეთთან ბოლო მოლაპარაკებები, რომელიც ახალ საბაჟო წესებზე იყო ფოკუსირებული „რთული“ აღმოჩნდა.
ამ კვირაში, ტირასპოლში გადასახადის საწინააღმდეგო გამოსვლა იგეგმება. ორ მხარის გამყოფ ე.წ. „საზღვარზე“ მცირე საპროტესტო აქციები უკვე გაიმართა.