ანკარამ 29 ადამიანი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის გამო დააკავა

Turkey Explosion

თურქეთში 29 აადამიანი ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეციალური ოპერაციები ცხრა პროვინციაში ჩატარდა.

მინისტრ ალი იერლიკაიას ცნობით, ეჭვმიტანილები "ოპერაცია გმირები-37"-ის ფარგლებში აიყვანეს. მისივე განცხადებით, ისინი სტამბოლში ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

უშიშროების წყაროებზე მითითებით, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" აცხადებს, რომ მათთან დაკავშირებული კიდევ სამი ეჭვმიტანილია დაკავებული. სააგენტოს ცნობით, ისინი დაჯგუფების მაღალი რანგის წევრები არიან და ერთ-ერთი მათგანი ანკარაში ერაყის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა. "ანადოლუ" არც ეჭვმიტანილების და არც ოპერაციების შესახებ კონკრეტულ დეტალებს არ ავრცელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო კვირებში "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მოქმედებები გაააქტიურეს. 1 ოქტომბერს ანკარაში სამთავრობო შენობების სიახლოვეს ქურთმა მებრძოლებმა ბომბი ააფეთქეს, რასაც მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერებული ზომების მიღება მოჰყვა.