ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, ღაზიდან მშვიდობიან მოსახლეებს საშუალებას აძლევს სამხრეთისკენ გადაადგილდნენ. ათასობით ადამიანმა უკვე არჩია ამ ტერიტორიასგასცლოდა იმის ფონზე, როცა ისრაელის სამხედროები დაჯგუფება ჰამასის კონტროლირებულ ღაზის სექტორზე სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან. ისრაელის მტკიცებით, ეს ოპერაცია ჰამასის მიერ ისრელის ქალაქებში ცოტა ხნის წინ განხორციელებული მშვიდობიანი მოქალაქეების უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ ჩატარდება.
ისრაელის ქალაქებში ამ თავდასხმებმა 1300 ადამიანი იმსხვერპლა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზაში ინტენსიური დაბომბვები დაიწყო, ალყაში მოაქცია მთლიანად ღაზის სექტორი 2.3 მილიონი პალესტინელით და იქ არსებული ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
ღაზის ოფიციალური პირების ცნობით, 2300 ადამიანი, აქედან ბევრი ბავშვი უკვე დაიღუპა და1000 დაშავდა. ღაზიდან სულ ცოტა 1000 ადამიანი გავიდა.
სამაშველო სამსახურები აგრძელებენ ღამის რეიდების დროს დაშავებული ადამიანების ძებნას.
ამ ფონზე, აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგიონშია და 120 ისრაელელი მძევლის გადარჩენას და ომის რეგიონში გავრცობის პრევენციას ცდილობს. ისრაელის განცხადებით, მძევლები ჰამასმა ღაზაში გაიტაცა.