შვედეთი უკრაინას 2,2 მილიარდი კრონის ($199 მილიონი) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის. პაკეტი ძირითადად საარტილერიო საბრძოლო მასალისგან შედგება. ამასთან, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტოკჰოლმი კიევისთვის, საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასაც განიხილავს.
პალ ჯონსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა თვითმფრინავების გაგზავნაზე ანგარიში მთავრობას 6 იანვარს უნდა წარუდგინოს. შეიარაღებულ ძალებს საკითხის შეფასება მთავრობამ მოსთხოვა.
ასევე ნახეთ: ზელენსკი: ამერიკაში დარწმუნებილი ვარ,ისინი არიან ძლიერი ხალხი, ძლიერი ინსტიტუტებით და ძლიერი დემოკრატიითშვედეთი იმედოვნებს, რომ მალე შეუერთდება ნატოს. თუმცა, თავდაცვის ალიანსში მის გაწევრიანებას, თურქეთი და უნგრეთი აყოვნებს.
კიევისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი შვედეთისთვის მე-14 იქნება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მორიგი პაკეტით, ამ სკანდინავიური ქვეყნის მიერ უკრაინისასდმი გაწეული დახმარების ღირებულება ჯამში 22 მილიარდ კრონას გადააჭარებებს.
”ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი მხარდაჭერა ისე, რომ ის იყოს გრძელვადიანი და მდგრადი”, - თქვა ჯონსონმა. „ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდასაჭერად უფრო მეტი ქვეყანა გამოვიდეს“.
ასევე ნახეთ: ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდებაესპანეთში, გრანადაში გამართულ სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ თუ უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა მერყევი იქნება, მომხდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რუსეთი სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს. მან ასევე თქვა, რომ დარწმუნებულია შეერთებული შტატების და ევროპის ფინანსურ დახმარებაში.