მშვიდობის დარგში ნობელის პრიზი ირანელ ქალ აქტივისტს - ნარგის მოჰამადის გადაეცემა. 51 წლის მოჰამადი, რომელიც ახლა ციხეშია, სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ქალთა უფლებების დასაცავად და სიკვდილით დასჯის განაჩენის გასაუქმებლად იბრძოდა.
ნობელის კომიტეტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს პრიზი ასევვე პატივს მიაგებს მათ, ვინც ირანში უპრეცედენტოდ მასშტაბურ დემონსტრაციებში მონაწილეობდა და ხელისუფლებას მოჰამადის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"ვიმედოვნებთ, რომ ამით გავუგზავნით მესიჯს იმ ქალებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ცხოვრებენ მუდმივი დისკრიმინაციის პირობებში: იყავით მამაცები, განაგრძეთ სვლა", - უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ბერიტ რეის-ანდერსენმა, ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ.
"ჩვენ გვინდა, რომ ჯილდოს ნარგის მოჰამადისთვის გადაცემით, გავამხნევოთ ის და ასობით ათასი ადამიანი, ვინც ირანში სწორედ ამას - "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" - მოითხოვდა", - განმარტა მან და ირანში საპროტესტო მოძრაობის სლოგანებზე მიანიშნა.
თეირანს ოფიციალური კომენტარი ამ პრიზის თაობაზე ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ირანის მთავრობა დემონსტრაციებს დასავლეთისგან მართულად მიიჩნევდა. ნახევრად ოფიციალური სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო "ფარსი" ამბობდა, რომ მოჰამადიმ პრიზი დასავლელი მოკავშირეებისგან იმისთვის მიიღო, რასაც ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ აკეთებდა.
ასევე ნახეთ: ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია, ნორვეგიელ ავტორ ფოსს მიენიჭამოჰამადი ახლა თეირანის ერთ-ერთ ციხეში რამდენიმე ბრალდებით 12-წლიან სასჯელს იხდის. თუმცა, ის აქტივიზმისთვისის აქამდეც არაერთხელ დაუკავებიათ. მააჰამადის 15 წელია საკუთარი ქმარი არ უნახავს, შვილების ნახვის შესაძლებლობა კი 7 წელია არ ეძლევა. მის ბრალდებებს შორისაა სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებაც.
ნარგისი "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის მოადილეეა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2003 წლის ნობელის მშვიდობის პრიზის ლაურეატმა შირინ ებადიმ დააფუძნა.
მოჰამადი მეცხრამეტე ქალია, რომელმაც მშვიდობის დარგში პრიზი მიიღო. ამ ჯილდოს 122-წლიანი ისტორია აქვს. 2021 წელს ასევე აქრივისტმა ქალმა - ფილიპინელმა მარია რესამ ეს ჯილდო რუს დმიტრი მურატოვთან ერთად მიიღო.
"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, მოჰამადიმ თქვა, რომ ის ბრძოლას არ შეწყვეტს, თუნდაც ეს ციხეში დარჩენას ნიშნავდეს. "მე განვაგრძობ ამ უწყვეტი დისკრიმინაციის, ტირანიისა და გენდერული ნიშნით შევიწროების წინააღმდეგ, რასაც მჩაგვრელი რელიგიური მთავრობა ახორციელებს მანამ, სანამ ქალები არ გათავისუფლდებიან", - გამოაქვეყნა გამოცემამ მისი სიტყვები.
ირანში გასულ წელს მასშტაბური პროტესტი გამოიწვია ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებამაც, რომელიც ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის "მორალის პოლიციამ" დააკავა. ახლობლები ამბობდნენ, რომ ის პოლიციის მხრიდან ძალადობრივი მოპყრობის შემდეგ, სააავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ფაქტმა მასშტაბური გამოსვლები გამოიწვია.