ოდესაზე კრემლის მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინაში წუხელ ღამით, რუსეთის საჰაერო დარტყმებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას კი საჰაერო იერიშებმა საგრძნობი ზარალი მიაყენა, განსაკუთრებით - ხორბლის შესანახ საწყობებს.

მორიგი ავიაიერიში რუსეთის იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც უკრაინას ურთულებს თავისი ხორბლის ექსპორტი გააგრძელოს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ივლისში დატოვა შავი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი შეთანხმება. ინფორმაცია უკრაინის ეკონომიკის მინისტრმაც დაადასტურა.

რუსეთის საჰაერო იერიშები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კიევი სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრიერიშს მიმართავს. ნელი ტემპის მიუხედავად, უკრაინაში ოპტიმისტურად არიან განწყობილები. შეერთებულ შტატებში წარმოებული "აბრამსის" ტიპის ტანკების ჩატანამ, შესაძლოა გადამწყვეტი როლი იქონიოს მიმდინარე პროცესებზე.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოდესის რეგიონში ღამით 19 ირანული წარმოების დრონი და 1 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.