22 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

შეერთებული შტატები დღეს 11 სექტემბრის ტერაქტის 22-ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის დროსაც 3000-მდე ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტი ბაიდენი, სამხედროებს, პირველი რეაგირების ჯგუფებს და მათი ოჯახის წევრებს ალასკაში, ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე მიმართავს. პრეზიდენტი ბაიდენი ალასკაზე ინდოეთში გამართული დიდი ოცეულის სამიტიდან ჩაფრინდება.

იშვიათა, როცა პრეზიდენტი 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავზე წარმოდგენილი არ იქნება, ნიუ-იორკში, პენსილვანიაში ან პენტაგონში, სადაც ტერაქტები მოხდა. თუმცა ეს არ არის უპრეცედენტო მოვლენა.

ასევე ნახეთ: 9/11 – ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმიდან 22 წელი გადის

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, 2005 წელს, ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გამართა. ხოლო, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, 2015 წელს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით თეთრ სახლში მიაგო, შემდეგ კი ფორტ მიდში დაესწრო ღინისძიებას, რომელიც ამერიკელ სამხედროებს მიეძღვნა.

ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ორშაბათს დაესწრება ცერემონიას ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ეროვნულ მემორიალსა და მუზეუმში.

22 წლის წინ, ალ-ყაიდას ტერორისტებმა ორი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს და ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს დაეჯახნენ, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა.

ვიცე-პრეზიდენტის ქმარი, დაგ ემჰოფი, პენსილვანიის ქალაქ შნაქსვილში ჩავა და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ეს არის ადგილი, სადაც ტერორისტების მიერ გადაცებული კიდევ ერთი თვითმფრინავი, მგზავრების წინააღმდეგობის შედეგად მინდორში ჩამოვარდა.

პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბაბების უფროსი გენერალი მარკ მილი მონაწილეობას მიიღებენ პენტაგონში დაგეგმილ ცერემონიალში. ისინი მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი შეეჯახა შენობას, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინას ემსახურება.

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერი ფედერალურად აღიარებული ხსოვნის ეროვნული დღეა, რომლის მიზანია გარდაქმნას ტრაგედიის დღე სიკეთის კეთების დღედ, რათა პატივი მიაგოს მსხვერპლთა ხსოვნას და მათ, ვინც ტერაქტზე პირველი რეაგირება მოახდინა.

Your browser doesn’t support HTML5

22 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან - აშშ დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს