კვირას რუსეთში, ფართოდ დაგმობილი, რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები დასრულდა. მათ შორის, არჩევნები ჩატარდა რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორებზე.
ევროსაბჭომ, ევროპის წამყვანმა უფლებადამცველმა ჯგუფმა, ერთკვირიან კენჭისყრას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა, ხოლო კიევი და მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ ეს იყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, მოსკოვის კონტროლის გამკაცრების უკანონო მცდელობა.
ასევე ნახეთ: CIA რუს ოფიციალურ პირებს ამერიკის დაზვერვაზე მუშაობისკენ მოუწოდებსკრემლი ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და მრავალ არჩევნებში გამარჯვება აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია რუსეთში და რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ერთიანმა რუსეთმა“ ყველა პროვინციის გუბერნატორის რბოლაში გაიმარჯვა, სადაც ის მონაწილეობდა.
რეგიონის ხელმძღვანელებს შორის ხელახლა აირჩიეს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, პუტინის ახლო მოკავშირე. ოპოზიციის გარეშე, ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სობიანინმა ხმების 75%-ზე მეტი მიიღო რუსეთის დედაქალაქში, რომელიც ქვეყნის ყველაზე ოპოზიციურად მიდრეკილ ნაწილებს შორისაა მიჩნეული.
კრემლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვში არჩევნები ადვილად გაყალბებულია იმის გამო, რომ დედაქალაქში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაა, რომლის აუდიტი, მათი თქმით, შეუძლებელია. მსგავსი სისტემები ამოქმედდა რუსეთის ბევრ სხვა რეგიონში.
კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები ასევე იმარჯვებდნენ ომით განადგურებულ უკრაინის ოთხ რეგიონში - დონეცკში, ლუჰანსკში, ზაპორიჟიასა და ხერსონში, რომლებიც მოსკოვმა თავის ტერიტორიებად გასულ წელს გამოაცხადა უკანონო ანექსიით.
უკრაინა, რომელმაც მიწების გასათავისუფლებლად კონტრშეტევა ივნისში დაიწყო, ნელ-ნელა იბრუნებს ტერიტორიებს ზაპორიჟჟიას რეგიონში და ასევე აცხადებს გარკვეული წინსვლის შესახებ დონეცკში, ქალაქ ბახმუტის გარშემო.