სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სეოკ იოლიმ ორშაბათს ზღვის პროდუქტებით მომზადებული სადილი მიირთვა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამის მიზანი ადგილობრივი ზღვის პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული შეშფოთების შემსუბუქებაა. საზოგადოების შიშები იაპონიის მიე, ფუკუშიმას ატომური ელექტსო სადგურიდან რადიოაქტიური წყლის გაშვებაა.
დაზიანებული ქარხნიდან წყნარ ოკეანეში წყლის ჩაშვება იაპონიამ ხუთშაბათს დაიწყო. ამას თავად იაპონიასა და მეზობელ ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. შედეგად, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტის შეტანა აკრძალა.
სამხრეთ კორეაში მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუდგენია რაიმე სამეცნიერო ან ტექნიკური პრობლემა, წყლის გაშვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ზღვის პროდუქტებითა და ოკეანის დაბინძურებით, საზოგადოება კვლავ შეშფოთებულია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ მინისტრ ჰან დაკ-სუსთან ყოველკვირეული შეხვედრის დროს, იუნმა ზღვის პროდუქტებით მომზადებული სადილი გამართა. პრეზიდენტის ოფისის კაფეტერიას თავისი პერსონალისთვის ასევე ჰქონდა მენიუში უმი თევზით მომზადებული სადილი.
„ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ორშაბათიდან დაწყებული ერთი კვირის განმავლობაში, კორეული ზღვის პროდუქტები შეიტანოს ჩვენი სასადილოს მენიუში იმ იმედით, რომ ჩვენი ხალხი უპრობლემოდ მოიხმარს ჩვენს უსაფრთხო ზღვის პროდუქტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფუკუშიმას ქარხნის მახლობლად ზღვის წყლის ტესტებმა არ გამოავლინა რადიაქტიურობა, განაცხადა იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტრომ კვირას წყლის გაშვების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.