რუსეთის ერთადერთმა საკრუიზო ლაინერმა, რომელიც საერთაშორისო რეისებს ასრულებს, ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა. Astoria Grande-ს საქართველოში 800-ზე მეტი რუსი ტურისტის შემოყვანის უფლება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მისცა, იმის მიუხედავად, რომ ლაინერი ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს ეკუთვნის და საერთაშორისო სანქციების თავის ასარიდებლად, სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
ავტორიტეტული Tradewindsnews-ის ცნობით, ორი წლის წინ, ლაინერი AIDAcara-ს სახელით დაცურავდა და ცნობილი ბრიტანულ-ამერიკული საკრუიზო ოპერატორის Carnival Corp-ის, გერმანული შვილობილის AIDA-ს საკუთრება იყო.
Your browser doesn’t support HTML5
2021 წლის ზაფხულში, AIDA-მ სიძველის გამო ლაინერი გაყიდა და ყველასთვის მოულოდნელად საკრუიზო გემს, პატარა კვიპროსული კომპანია დაეპატრონა, რომელსაც საკრუიზო ლაინერის მართვის გამოცდილება არ ჰქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კვიპროსელების უკან რუსეთი იდგა.
ლაინერს რუსებმა ახალი სახელი Astoria Grande დაარქვეს, ახალი ოპერატორი კი რუსული სანაოსნო კომპანია „აკვილონი“ გახდა. Astoria Grande კრუიზი შავი ზღვაში, ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში უნდა დაეწყო, თუმცა ეს გეგმები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ჩაიშალა.
„ღიმილის მომგვრელია განცხადება, რომ Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და სანქციები არ ეხება. არსად ახსენებენ, რომ ეს რუსეთის საკრუიზო ლაინერია. მთავარი აქ ის არის, რომ წლების შემდეგ, რუსეთთან საზღვაო მიმოსვლა აღდგა, თან ეს მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მხრიდან რეგულარური საკრუიზო რეისების დანიშვნის და უკრაინაში, ოდესის პორტის ბარბაროსული დაბომბვის ფონზე“
„ღიმილის მომგვრელია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება, რომ თურმე Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს, სეიშელებზეა რეგისტრირებული და სანქციები არ ეხება. არსად არ ახსენებენ, რომ ეს რუსეთის საკრუიზო ლაინერია. ან, რას ნიშნავს რომ ბათუმში შემოსვლა „კომერციული ხასიათისაა“?
მთავარი აქ ის არის, რომ წლების შემდეგ, რუსეთთან საზღვაო მიმოსვლა რეალურად აღდგა, შემოვიდა მათი გემი, მათი ასობით მოქალაქით. ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თან ეს მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მხრიდან რეგულარური საკრუიზო რეისების დანიშვნის და უკრაინაში, ოდესის პორტის ბარბაროსული დაბომბვის ფონზე“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ერთ-ერთი საკრუინგო კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელება საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ისურვა.
რუსული წყაროების ცნობით, Astoria Grande რეალური მფლობელი, რუსეთის უმსხვილესი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია „სოვფრახტის“ მეპატრონე დიმიტრი პურიმია. მას შემდეგ, რაც გემი რუსული გახდა, საკრუიზო ლაინერის პირველი ოპერატორი პურიმის ვაჟის, კირილ პურიმის კომპანია „აკვილონი“ იყო.
„სოვფრახტი“, რომელიც რუსეთის საზღვაო ფლოტის უმნიშვნელოვანეს სეგმენტს აკონტროლებს, მათ შორის, ბალტიის და შავ ზღვებში, 2016 წლიდან, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის, ანექსირებულ ყირიმში უკანონო მუშაობის (2016, აშშ), სირიაში ნავთობის უკანონო გადაზიდვების (2018, აშშ) და უკრაინაში რუსეთის შეჭრის (2022, ევროკავშირი) გამო. უკრაინის მიერ სანქცირებულია თავად დიმიტრი პურიმიც.
უკრაინაში ომის გაჩაღების დროს, ლაინერი Astoria Grande თურქეთში, სტამბულის პორტში იყო გაჩერებული. რუსებმა სანქციის და გემის დაპატიმრების შიშით, Astoria Grande თურქეთში დატოვეს და პირველი კრუიზი შავ ზღვაში, რომელსაც 2022 წლის აპრილში, სოჭის პორტიდან უნდა აეღო სტარტი, საერთოდ გააუქმეს.
რუსეთი ოკუპანტი არ არის, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით. აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქრუსი ტურისტი, რომელიც ბათუმში Astoria Grande-ს ჩამოყვა
ამის შემდეგ, საერთაშორისო სანქციების არიდების გამო, რუსებმა ფორმალურად შეცვალეს ლაინერის ოპერატორი, რუსული „აკვალონი" თურქული კომპანიებით Miray Cruises International-ით და Honest Holding-ით ჩაანაცვლეს, თუმცა, თურქული წყაროების ცნობით, ლაინერის 250 კაციანი ეკიპაჟი, თითქმის, მთლიანად რუსეთის მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული და გემსაც რუსეთი მართავს. საკრუიზო ლაინერის ოფიციალური გვერდი ინტერნეტში მხოლოდ რუსულ ენაზეა.
2022 წლის ივლისში, უკრაინაში სისხლისმღვრელი ომისა და შავ ზღვაში მოწყვეტილი ნაღმების დრეიფის საფრთხის ფონზე, რუსულმა ლაინერმა თურქეთის მიმართულებით საკრუიზო მიმოსვლა მაინც დაიწყო. რეისი სოჭი-სტამბული-ამასრა-ორდუ-ტრაბზონი-სინოპი-სოჭი ლაინერმა 18-ჯერ შეასრულა. 2023 წლის 26 ივლისიდან, რუსული ლაინერის ამ მარშუტში ბათუმის პორტიც ჩაჯდა.
„თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული. რუსეთი ოკუპანტი არ არის, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით. აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე“ - ასეთი განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა რუსმა ტურისტმა, რომელიც ბათუმში Astoria Grande-მ შემოიყვანა ქართულ მედიასთან.
ლაინერის მგზავრების სხვა კომენტარებიდანაც ნათელი იყო, რომ უმრავლესობას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რუსეთის მოქალაქეები პრინციპულად არ ცნობდნენ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს მოუწოდა რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ საქართველოს კანონი, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები გამოიყენებინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრი საია-ს მოწოდებას ამ დრომდე საჯაროდ არ გამოხმაურებია.
პარალელურად, ბათუმსა და თბილისში, რუსული საკრუიზო ლაინერის ვიზიტის გამო საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ქაჯობა" უწოდა. საბოლოოდ, Astoria Grande-მ საქართველოს პორტი, დათქმულზე ორი საათით ადრე, პროტესტის და პოლიციის კორდონის ფონზე დატოვა.